საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მგზავრობის საფასური გაძვირდა – ქუთაისიდან თბილისში მოსახვედრად მოქალაქეებმა სამი ლარით ძვირი, 15 ლარი უნდა გადაიხადონ.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა დღეიდან მოიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ საწვავის ფასი დაკლებულია, მძღოლებმა ფასი მაინც გაზარდეს.

მგზავრობის მსურველებს უტარდებათ თერმოსქრინინგი და ტრანსპორტში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.

banner
წინა სტატიაშისოფელ გამარჯვების საკრებულოს “ქართული ოცნების” დეპუტატმა ორი პირი ცივი იარაღით დაჭრა
შემდეგი სტატიაფოთში ტრაილერის მძღოლები აქციას მართავენ