ფოთში თვითიზოლაციაში 37ადამიანი იმყოფება

ფოთში , დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 37ადამიანი იმყოფება , 15 მოქალაქეს კი, თვითიზოლაციის პერიოდი დაუმთავრდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცე ერთმა ადამიანმა დატოვა.
„დღეს ახალი შემთხვევა არ გვქონია. თვითიზოლაცია მოეხსნა 16 ადამიანს. აქედან ერთი საკარანტინოდან გათავისუფლდა და 15 თვითიზოლაციიდან. ამ საღამოს მონაცემებით, თვითიზოლაციაში 37 მოქალაქე რჩება და საკარანტინო სივრცეში კი 5. მათი კონტროლი ყოველდღიურად ხორციელდება, უტარდბათ თერმოსკრინინგი და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს,“- განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.

banner
წინა სტატიაშითბილისში ქვეითს მანქანა დაეჯახა
შემდეგი სტატიაანდრია ჯაღმაიძე: საზოგადოებამ აჩვენა ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ღვთის სიყვარულისა