ფოთში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას დაფინანსებით ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომლის სამუშაოებს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორთან,ბექა გუგუშვილთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში ადგილზე ეწყობა ორი ხელოვნურსაფარიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოედანი განათებით, ასევე 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ტექნიკური შენობა ფეხბურთელთა და მსაჯთა გასახდელებით, მწვრთნელების ოთახით, სამედიცინო ოთახით, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს სამშენებლო კომპანია “სფრინგ ქონსთრაქშენი”.პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში “შეცვალეს” აქტივისტები სალომე ზურაბიშვილს ლობიოთი ხვდებიან
შემდეგი სტატიასოხუმში დააკავეს 38 წლის კანონიერი ქურდი თენგიზ ლაკერბაია