ფოთში პოლიციის გაძლიერებული რეიდებია

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2016 21:24

ფოთში პოლიციის გაძლიერებული რეიდებია

ფოთში პოლიციის გაძლიერებული რეიდები ტარდება. ქალაქის ცენტრში ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცველები მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან. პოლიციელები ზოგიერთ ავტომანქანას გაჩხრეკენ და საბარგულებს ამოწმებენ.
ფოთის პოლიცია კომენტარს არ აკეთებს. რეიდების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

news
ავტ.: news თებერვალი 18, 2016 21:24