ბათუმში აეროპორტის გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისში აფეთქება მოხდა

ბათუმში აეროპორტის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სამარშუტო ხაზზე მოძრავ მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები.

შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მიკროავტობუსის მძღოლი, ხოლო 3 მგზავრია. დაშავებულები ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ სიცოცხელს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიიაპონელმა დეპუტატმა ობამას “მონურ სისხლზე” ილაპარაკა
შემდეგი სტატიაფოთში პოლიციის გაძლიერებული რეიდებია