ფოთში მდინარე კაპარჭინასთან, ნაგავსაყრელზე საბურავები იწვის

ფოთში, 8 მარტის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე კაპარჭინასთან არსებულ ნაგავსაყრელზე საბურავები იწვის. მოსახლეობის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე გამოუსადეგარი საბურავები ყრია და შიგნით ქვეწარმავლები ბუდობენ, რის გამოც ისინი საბურავებს წვავენ.

„შეგვჭამეს გველებმა და სხვა გზა არ დაგვრჩა“,- აცხადებს მოსახლეობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამმართველოს ეკიპაჟი გავა ადგილზე და სამართალდამრღვევის დადგენის შემდგომ შესაბამისი ოქმი შედგება.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა ვანო მერაბიშვილს პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა
შემდეგი სტატიანომერ პირველი არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და ის, რომ ეკონომიკა საჭიროებს დღეს მეტ ელექტროენერგიას