ფოთში გამოკვლეულ 175 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთში ლაბორატორიაში გაგზავნილი 175 პირის კვლევის შედეგები ცნობილია. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნანა მხეიძე.

მისი განცხადებით, ფოთში ეპიდემიოლოგიური ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„ლაბორატორიაში გაგზავნილი 175 ნიმუშიდან 115 გეგმური, თვითიზოლაციიდან 13 ნიმუში, ინფიცირებულების კონტაქტებიდან კი 47 ბიოლოგიური მასალა იყო. რაც შეეხება თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ისინი კონტროლდებიან და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. ფოთში ვითარება კონტროლს ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ თბილისში მომხდარი ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ორი პირი
შემდეგი სტატიადღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი განახლდება