დღეს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი განახლდება

ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდებაბ 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე არასრულწოვნების სასამართლო პროცესი. დაცვის მხარის ინფორმაციით, დღეს სვარაუდო ბრალდებულები დაიკითხებიან.

ადვოკატების თქით განსასჯელები მზადა არიან ითანამშრომლონ გამოძიებასთან. მათი შეფასებით ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა დანაშაულის ჩადენის უტყუარი მტკიცებულებები. ადვოკატები იმედოვნებენ, რომ სასამართლო ასევე გაითვალისიწნებს იმ ფაქტსაც, რომ საქმის მთავარ მოწმეთა ჩვენებები არ არის დამაჯერებელი.

დადასტურდა უდანაშაულობა ბრალდებულების და ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა ბრალდების მხარემს. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო ამას სწორად შეაფასებს, მიიღებს მხედველობაში იმას, რომ მთავარმა მოწმებაა მას მიაწდეს არათანამიმდევრული და არადამაჯერებელი ჩვენება, -განაცხადა არასრულწლოვან ლ. შ.-ს ადვოკატმა ზაქარია გვიშიანმა.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს – ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიფოთში გამოკვლეულ 175 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა