“დემოკრატიული მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2016 16:58

“დემოკრატიული მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს

“დემოკრატიული მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს:
“სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების მომსწრე და ეს ამორალური ფაქტი არის ლოგიკური შედეგი იმისა, რომ „ქართულ ოცნებამ“ არ გამოიძია წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაული და არ დასაჯა დამნაშავეები. უფრო მეტიც, მათ წამოიწყეს კოჰაბიტაცია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ – ორგანიზაციასთან, რომელმაც უამრავ სხვა დანაშაულთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის დაშანტაჟებისა და დატერორების მიზნით, შექმნა პირადი ცხოვრების ამსახველი ათიათასობით ვიდეოჩანაწერი, რომელთა პერიოდული ტირაჟირების მომსწრე დღემდე ხდება საზოგადოება.
„დემოკრატიული მოძრაობა“ უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ ვერ მუშაობს ან არ მუშაობს სახელმწიფო ინსტიტუტები, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ არც პოლიტიკური ნება, არც გამბედაობა და არც საკმარისი პროფესიონალიზმი, რომ მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ქვეყანა ნორმალურად მართონ! ჩვენ არ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება ამჯერად მაინც მოახერხებს დამნაშავეების გამოვლენას და დასჯას.
„დემოკრატიული მოძრაობა“ იმედს იტოვებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ადექვატურად აფასებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მოიყვანს ხელისუფლებაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს საკმარისი გამოცდილება და შესწევს უნარი გამოიყვანოს ქვეყანა არსებული ჭაობიდან”-აღნიშნულია პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 12, 2016 16:58

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics