ფოთის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.
ფოთის 15-ივე საბავშვო ბაღში სასურსათო პაკეტები დარიგდა. 1904 აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი მათ ოჯახებზე გაიცა.
სურსათის დარიგებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები დაესწრნენ.
დარჩენილი პროდუქტები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილდებათ.

banner
წინა სტატიაშიCOVID 19-თან საბრძოლველად საქართველოს ბანკი ჯანდაცვის სამინისტროსთვის 20 000 ლაბორატორიულ ტესტს, 10 სასუნთქ აპარატს, 50 000 პირბადესა და 60 000 ხელთათმანს შეიძენს.
შემდეგი სტატიანატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში