ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ინიციატივით, გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან.

საგარეო უწყების ცნობით, სტოლტენბერგმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიის გამო, 3-4 აპრილს ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შეზღუდული ფორმატის ჩატარებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება.

თავის მხრივ, დავით ზალკალიანმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მეირ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ზომების შესახებ.

საგარეო უწყების ცნობით, საუბრისას სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ გამოხატავს სოლიდარობასა და მხარდაჭერას COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სატელეფონო საუბრისას განხილული იყო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები.

„ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე მიესალმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს.
როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ნატო გააგრძელებს მუშაობას საქართველოს მხარდასაჭერად დამატებით ზომებზე. საუბრისას აღინიშნა, რომ შექმნილი სიტუაცია ხელს არ შეუშლის ნატო-საქართველოს თანამშრომლობას და მომავალში შენარჩუნდება დღეს არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე განხილული იყო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში უახლოეს მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიფოთის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო
შემდეგი სტატიაფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 82 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა