ფოთის საბავშვო ბაღებში პროდუქტის გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის, გოჩა კურდღელიას გადაწყვეტილებით, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, მუნიციპალიტეტის 15 -ვე საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო.
სურსათის გაცემის პროცესში ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე პაატა ლაგვილავა, მუნიციპალიტეტისა და ა(ა)იპ სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად ჩაერთო.
მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
„ვაგრძელებთ პროდუქტების გაცემას სკოლამდელი აღზრდის სექტორში რეგისტრირებულ 1934 აღსაზრდელზე. გადასაცემ პაკეტებში მოთავსებულია 8 სახეობის არამალფუჭებადი პროდუქტი. ბაღებში მოწყობილია სპეციალური სივრცეები, სადაც უზრუნველყოფილია სანიტარიულ-ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმები, გათვალისწინებულია ყველა რეკომენდაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო სკოლამდელი აღზრდის სექტორის წარმომადგენლებს, რომლებმაც პროცესის ორგანიზებისთვის, დიდი შრომა გაწიეს’’ – აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.
კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის 15-ვე საბავშვო ბაღში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ათით გაიზარდა
შემდეგი სტატიაგორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსი დაუდასტურდა სანიტარს