ფოთის მერიის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის ინტერესის საგანს მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაცია წარმოადგენს

ფოთის მერიაში შემოსულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და დაინტერესებულია მალთაყვის რეაბილიტაციის პროექტის ფინანსური დოკუმენტაციით, – ამის შესახებ ფოთის მერიაში განაცხადეს.

„საქმე ეხება 2015-2017 წლებს. აქვე ვაცხადებთ, რომ პროექტის შეუსრულებლობის გამო ფოთის მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება მიმდინარე წლის იანვარში შეწყვიტა და ამჟამად საქმე სასამართლოშია“, – განაცხადეს მერიაში.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ფოთის მერიაში დღეს შევიდა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი – როგორც ჩანს, ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გრძნობს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ასეთ თანამდებობაზე უნდა გქონდეს
შემდეგი სტატიანორვეგიაში მოსწავლე სკოლის თანამშრომლებს თავს დაესხა – არიან დაშავებულები