ფოთის მერიის ინიციატივით დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები ტარდება

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კლინიკაში „ლაზიკამედი“- დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები მიმდინარეობს.

კონსულტაციებს ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე ატარებენ.

პროგრამის მიზანია თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია, სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ, თვალისა და ხერხემლის(სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.

აღნიშნულ მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კლინიკა „ლაზიკამედი“ ახორციელებს

banner
წინა სტატიაშიSOS!!!…კლინიკა წითელი ზონა გახდა…
შემდეგი სტატია9 ოპოზიციონერი დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს