SOS!!!…კლინიკა წითელი ზონა გახდა…

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია დეკანოზ მამალაძის კოვიდინფიცირების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ წერს, რომ კარანტინის მიზეზით, შესაძლოა გლდანის ციხის საავადმყოფოში ახლა აღარავინ შეუშვან და მიხეილ სააკაშვილიც ვეღარავინ მოინახულოს:

“SOS!!!

დეკანოზ მამალაძეს დაუდგინდა კოვიდი. ის სრულ იზოლაციაში იყო კლინიკაში, მასთან ვერ კომუნიცირებდა ვერავინ, ციხის ადმინისტრაციის და მე18 დაწესებულების პერსონალის გარდა. ანუ, იგივენი, ვინც სააკაშვილთან კომუნიცირებს!!!

ამას გარდა, კლინიკა წითელი ზონა გახდა და საერთოდ წარმოუდგენელია მოშიმშილე პაციენტის იქ ყოფნა! ასევე, კარანტინის მიზეზით, აღარავის აღარ ექნება დაშვება ამ დაწესებულებაში. ანუ სააკაშვილს ვეღარ ნახავს ვერავინ!!!

გადაიყვანეთ დაუყოვნებლივ!!!!!!!

ps არც ის არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სააკაშვილის გლდანში გადაყვანა კოვიდრეგულაციების დაცვის გარეშე მოხდა.” წერს ნიკა გვარამია

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე: პირდაპირ არის სისხლის სამართლის დანაშაული, არ შეიძლება ხელი შეუშალო წირვას
შემდეგი სტატიაფოთის მერიის ინიციატივით დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები ტარდება