ფოთის მერიამ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კლინიკაში „ლაზიკამედი“- დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო.
კონსულტაციებს ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე ატარებენ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა ჩატარებული კვლევების შედეგებს გაეცნენ. პროგრამის მიზანია თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია, სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ, თვალისა და ხერხემლის(სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.
აღნიშნულ მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კლინიკა „ლაზიკამედი“ ახორციელებს.

banner
წინა სტატიაში“ასტრაზენეკას”ვაქცინის 5000 დოზა საქართველოშია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია