ღარიბაშვილი: ღირსების მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიმაჩნია

დღეს დაანონსებული მარშის ჩატარება მიმაჩნია მიზანშეუწონლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს და მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება მიუღებელია.

„მოგეხსენებათ, ჩვენი სახელმწიფო იცავს ყველა მოქალაქის უფლებას. ჩვენ არც ერთ ჩვენს მოქალაქეს არ განვასხვავებთ რაიმე ნიშნით. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ. მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი რამდენიმე წლის წინ. ამავდროულად, რა თქმა უნდა, გახსოვთ ალბათ, ჩემივე ინიციატივით, ექვსი წლის წინ გამოვედით და ვთქვით, რომ საჭირო იყო კონსტიტუციაში ქორწინების დეფიცინიციის განსაზღვღრა და ჩაწერა, რაც ჩვენმა გუნდმა, „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა მოგვიანებით. ამით ეს საკითხი დარეგულირდა.

ჩვენ გვაქვს მრავალსაუკუნოვანი ისტორია, როგორც ერთ-ერთი უძველესი ერი, სადაც თანაცხოვრების არაერთი მაგალითი გვაქვს და ჩვენს ერში არასოდეს არც ერთ წარმომადგენელს, იქნება ეს რელიგიური, თუ სხვა ნიშნით გამორჩეული ადმაიანები, არასოდეს ჰქონიათ პრობლემა. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ დღესაც იმადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და გვამოხატავენ საკუთარ პოზიციას და სურთ გარკვეული მარშების ჩატარება, ეს მათი უფლებაა, ბუნებრივია, ამას ვგებულობთ როგორც მოცემულობას და ჩვენ გვესმის მათი სურვილები, მათ კონსტიტუციური უფლებაა.

დღევანდელი აქცია სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს შეიცავს. მოსახლეობის უმრავლესობისთვის აღნიშნული აქციის ჩატარება არის მიუღებელი. მიმაჩნია, რომ აღნიშნული აქცია არ უნდა ჩატარდეს რუსთაველის გამზირზე. შსს მუდმივ კონტაქტზეა მარშის ორგანიზატორებთან, მათ განემარტათ, რომ მათი აქცია შეიცავს გარკვეულ საფრთხეს და მიეცათ ალტერნატიული ლოკაციების შერჩევის შესაძლებლობა. მინდა, მივმართო მათ, გაითვალისწინონ ჩვენი მოწოდება. კერძოდ, პოლიციის მიერ შეფასებული რისკების შეფასება და ალტერნატივად აირჩიონ სხვა ლოკაცია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფოთის მერიამ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო – ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება