ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. 31 საჩივრიდან საოლქო საარჩევნო კომისიამ 2 საჩივარი დააკმაყოფილა, ერთი არ დააკმაყოფილა, დანარჩენი 28 საჩივარი კი განუხილველი დარჩა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან. „31 საჩივრიდან 28 განუხილველი დარჩა, გარკვეული უსაფუძვლობის გამო. საჩივრების ნაწილზე პროცედურების დარღვევის დრო არასწორად იყო მითითებული, ნაწილზე კი მოთხოვნა არ იყო მითითებული. რაც შეხება დანარჩენ სამ საჩივარს, ერთი საჩივარ არ დაკმაყოფილდა – ეს იყო წარმომადგენლის გაძევებასთან დაკავშირებული საჩივარი. რეალურად საოლქო კომისიას ჰქონდა საუბნო კომისიის მიერ შედგენილი გაძევების აქტი, ასევე განკარგულება. რაც შეეხება დანარჩენ ორ საჩივარს, გამოვიყენეთ დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, კონკრეტულად #1 და # 4 კომისიის წევრების მიმართ, რომლებმაც წილისყრაზე უარი განაცხადეს, მიეცათ შენიშვნა, ეს იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოთხოვნა“, – განუცხადა ჟურნალისტებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ.

,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დაელოდებიან საოლქო საარჩევნო კომისიის ოფიციალურ გადაწყვეტილებას და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ დავის გაგრძელებაზე. ,,ძირითადი საჩივრები იყო დაწერილი კომისიის თავმჯდომარეების უფლებამოსილების გადამეტებასთან და დილის პროცედურების არასწორად ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე ზეწოლის ფაქტებზე, რომელსაც ახორციელებდნენ კომისიის თავმჯდომარეები ჩვენს წარმომადგენლებზე ან დამკვირვებლებზე. სხდომაზე წარმოადგინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი, სადაც კომისიის თავმჯდომარე აღიარებს, რომ წილისყრა არ ჩაუტარებია და მისი ნებით გადაანაწილა ფუნქციები. გაატარეს, არანაირი დისციპლინარული ზომა არ მიუღიათ. ჩვენ დაველოდებით საოლქოს ოფიციალურ გადაწყვეტილებას, რომელიც ორი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება და შემდეგ ჩვენ გადავწყვეტთ როგორ მოვიქცეთ, გავაგრძელოთ დავა თუ შევჩერდეთ“,-განუცხადა ჟურნალისტებს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა #70-ე ოლქში დათო ხომერიკმა.

banner
წინა სტატიაში,,ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს მეორე დღიდან შს მინისტრად ახალაიას დანიშნავენ “
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებული, მეორე ტურში ქვეყანამ ნაბიჯი გადადგას წინ