,,ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს მეორე დღიდან შს მინისტრად ახალაიას დანიშნავენ “

პირადად მე მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მხარი არც ერთ კანდიდატს არ უნდა დავუჭიროთ, – ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ  განაცხადა.

„რა თქმა უნდა, გაგებით მოვეკიდები, თუ ჩემი რომელიმე მხარდამჭერი ხმას მისცემს რომელიმე კანდიდატს, მაგრამ მე პირადად, ხმის მიცემას არც ერთი მათგანისთვის არ ვაპირებ. აგიხსნით, რატომ – რამდენიმე საათის წინ ვუსმინე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და ვერ დავინახე, რომ მან ერთი შეცდომა მაინც დაინახა. ვერ დავინახე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რამე გადააფასა. ერთი თანამდებობის პირი მაინც გადადგა?! კონსტიტუციაზე, საარჩევნო კოდექსზე, ან სამართლიანობის აღდგენაზე რამე კონკრეტული თქვეს, რის შეცვლას აპირებენ?!“, – განაცხადა კუაკავამ.

კახა კუკავამ ასევე აღნიშნა, რომ ორი დღის განმავლობაში, მას კონსულტაციები ჰქონდა საკუთარი გუნდის წევრებთან და მხარდამჭერებთან, მაგრამ ერთიანი აზრი ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.

მისი თქმით, როგორც გრიგოლ ვაშაძის არ სჯერა, ისე არ სჯერა სალომე ზურაბიშვილის.

„ვაშაძემ რომ გაიმარჯვოს, როგორც თავად თქვა, მეორე დღიდან შს მინისტრად ახალაიას დანიშნავენ და ისევ იგივეს დაიწყებენ. ამაზე პასუხისმგებლობის აღება არ მინდა, მაგრამ პასუხისმგებლობის აღება არც იმაზე მინდა, რომ ხმა სალომე ზურაბიშვილს მივცეთ და მეორე დღიდან თალაკვაძემ და მდინარაძემ ისევ უტიფარი ნოტაციები გვიკითხონ“, – განაცხადა კუკავამ.

 

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია:კლავიატურის ვირთხები ხართ, უტრაკო, ჩმორი და არფრისმაქნისი…
შემდეგი სტატიაფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა