ეკა ბესელია – ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებული, მეორე ტურში ქვეყანამ ნაბიჯი გადადგას წინ

ამ ეტაპზე, საკადრო ცვლილებების მიმართულებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი შიდა სტრუქტურების გაძლიერებაზე მუშაობს, რასაც უნდა მოჰყვეს იმ პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, რომლებიც ხალხს აწუხებს.

„ჩვენ ახლა მხოლოდ იმაზე ვართ კონცენტრირებული, მეორე ტურში ქვეყანამ გადადგას ნაბიჯი წინ. ამ ეტაპზე, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები საკადრო კუთხით არ არის დაგეგმილი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ შიდა მენეჯმენტზე, ჩვენი შიდა სტრუქტურების გაძლიერებაზე. ვსაუბრობთ იმ ცვლილებებზე, რომელიც ამ პროცესს უნდა მოყვეს, რათა სწრაფად გადაწყდეს, რაც ხალხს აწუხებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა
შემდეგი სტატია“ზურაბიშვილს 2 არჩევანი ჰქონდა მას ან უნდა უარი ეთქვა მეორე ტურზე, ან უნდა შეგუებოდა იმას, რომ მეორე ტურშიც მარცხდება” – ზაალ უდუმაშვილი