პოსტსაბჭოთა ქვეყნებს უნდა აინტერესებდეთ მოკავშირე ქვეყანასთან დაახლოება, თუ სურთ, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა – ლუკაშენკო

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული მოკავშირე სახელმწიფოსთან, ანუ რუსეთთან დაახლოებით. ეს მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ამის შესახებ ბელორუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„დღეს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნები გულწრფელად უნდა იყვნენ დაინტერესებული მოკავშირე სახელმწიფოსთან დაახლოებით, თუ, რა თქმა უნდა, სურთ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ერთად დავძლევთ გლობალურ გამოწვევებს. უნდა გვესმოდეს, რომ ერთიანობის გარეშე, სახელმწიფოთაშორისი კავშირების განმტკიცებისა და უბრალოდ ნორმალური ადამიანური ურთიერთობების გარეშე, ხვალ შეიძლება არ ვიარსებოთ“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩზე – თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც უკმაყოფილო იყო, მას გარკვეული მიზეზების გამო არ ელაპარაკებოდა
შემდეგი სტატიაარაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია, მე რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, მეც გავიდოდი პარტიიდან – კობახიძე