არაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია, მე რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, მეც გავიდოდი პარტიიდან – კობახიძე

არაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია. მე რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, მეც გავიდოდი პარტიიდან, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, ადასტურებს თუ არა „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებებს, რომლის თანახმად, საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს 6 თვეშიც ვერ მიიღებს.

კობახიძის თქმით, არის საკითხები, რაზეც „შიგნით საუბრობენ“.

„ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია. მე რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, მეც გავიდოდი პარტიიდან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მე რაღაცების გარეთ გამოტანა არ მინდა, რაზეც შიგნით გვაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, დავრჩები იგივე რეჟიმში. არის რაღაც საკითხები, რაც შიგნით უნდა იყოს განხილული და არა, გარეთ. მე რომ მინდოდეს რაღაცების გარეთ გამოტანა გავიდოდი პარტიიდან“, – აცხადებს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიპოსტსაბჭოთა ქვეყნებს უნდა აინტერესებდეთ მოკავშირე ქვეყანასთან დაახლოება, თუ სურთ, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა – ლუკაშენკო
შემდეგი სტატიაარაერთი შეხვედრა გვქონდა უმრავლესობის ფორმატში, სადაც ბევრ რამეზე გვისაუბრია, მე რომ მინდოდეს ამ თემების გარეთ გამოტანა, მეც გავიდოდი პარტიიდან – კობახიძე