ირაკლი კობახიძე საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩზე – თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც უკმაყოფილო იყო, მას გარკვეული მიზეზების გამო არ ელაპარაკებოდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილი ელჩის, თეა კატუკიას საქმიანობით უკმაყოფილო იყო.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტი თეა კატუკიას გარკვეული მიზეზების გამო არ ელაპარაკებოდა.

„ მე ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს ამ ადამიანის შესახებ, თუმცა არ ვიცი რამდენად სწორი იქნება, რომ პარტიის თავმჯდომარე საუბრობდეს ყოფილ ელჩზე. ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს მასზე. მაინც და მაინც კარგი არ არის ეს ინფორმაცია, მათ შორის, თავად მისი წარმდგენი სალომე ზურაბიშვილიც სრულიად უკმაყოფილო იყო მის მიერ გაწეული საქმიანობით, არ ელაპარაკებოდა საერთოდ მას გარკვეული მიზეზების გამო“,- აღნიშნავს კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სთავაზობს, გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე
შემდეგი სტატიაპოსტსაბჭოთა ქვეყნებს უნდა აინტერესებდეთ მოკავშირე ქვეყანასთან დაახლოება, თუ სურთ, შეინარჩუნონ დამოუკიდებლობა – ლუკაშენკო