Porsche-ს მენეჯერი დააკავეს

Porsche-ს ძრავის წარმოების განყოფილების ხელმძღვანელი იორგ კერნერი დააკავეს -ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოძიება მიმდინარეობს, ასევე დირექტორთა საბჭოს წევრისა და ერთი ყოფილი თანამშრომლის წინააღმდეგ – 20 აპრილს გავრცელდა. Porsche-ს დირექტორმა ოლივერ ბლუმმა პერსონალს თავად ამცნო თანამშრომლის დაკავების შესახებ – კომპანიის წარმომადგენელმა თქვა. შტუტგარდის პოლიცია საქმეს ე.წ. “დიზელების სკანდალის” ირგვლივ იძიებს. კომპანიას თაღლითობასა და ისეთი რეკლამის წარმოებაში ადანაშაულებენ, რომელიც არასწორ მონაცემებს შეიცავდა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემცველობაზე. გამოძიება 2017 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილსა და ბოკერიას შორის გარიგება შედგა
შემდეგი სტატიაერევანში მასობრივი დაჭერები გრძელდება