პოროშენკომ რუსეთი მსოფლიო ომის გაღვივებაში დაადანაშაულა

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო თვლის, რომ მსოფლიო ჰარმონიასა და ხელში ძალაუფლების ჩაგდებას შორის ზღვარზე აღმოჩნდა – “112 უკრაინა” ავრცელებს.
“ჩვენ ისევ ომის ზღვარზე ვართ, და ეს უბრალოდ ომი არ არის დასავლეთსა და სხვა მსოფლიოს შორის. ეს არის კონფლიქტი მათ შორის, ვინც წესებით თამაშობს და ვინც თვლის, რომ წესები არ არსებობს” – განაცხადა პოროშენკომ გაეროს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე, რომელიც სტამბულში ტარდება.
“დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი – ეს ატომური ძალაა, რომელიც დემოკრატიაში საშიშროებას ხედავს, თავისუფლებაში კი – საწამლავს. აქ საქმე სხვადასხვა ინტერპრეტაციაში კი არ არის, არამედ, სხვადასხვა მიზანშია” – თქვა პეტრე პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ლაშა ბერულავა სკანდალურ ფოტოს აქვეყებს
შემდეგი სტატიაამერიკელი გენერალი რუსეთის და ჩინეთის მოქმედებების გამო შეშფოთებას გამოხატავს