ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სკანდალურ ფოტოს აქვეყებს

ჟურნნალისტი ლაშა ბერულავა სკანდალურ ფოტოს აქვეყებს

LASHA-BERULAVA13239254_1257755754249743_6495696721669828574_n„ეს ბიჭი რომ სამსახურიდან გაუშვათ, ან სხვა რამ დამართოთ, ცალსახად იქნებით დამნაშავე თქვენ და ეს ამბავი ისე არ ჩაივლის, გპირდებით,“ – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა „ფეისბუქში“.
„ხელისუფლებავ, ვინც არ უნდა კითხულობდე ამას, ახლა კარგად მომისმინე: პირველ რიგში, ეს ბიჭი რომ სამსახურიდან გაუშვათ, ან სხვა რამ დამართოთ, ცალსახად იქნებით დამნაშავე თქვენ და ეს ამბავი ისე არ ჩაივლის, გპირდებით. ამიტომ, არც იფიქროთ. მეორე: შეხედეთ ამ პოლიციელის სახეს, კარგად დააკვირდით და დაიმახსოვრეთ: ის თენგიზ გუნავას ეფარება და ბრბოდ ქცეულ სპორტსმენებს უყურებს შიშით, თქვენ რომ მიუქსიეთ პოლიტიკოსებს. დააკვირდით მის სახეს და დაიმახსოვრეთ, კიდევ ერთხელ გეუბნებით: მე მინახავს უსუსური, დარცხვენილი, შეშინებული პოლიციელები 90-იან წლებში, არავინ არაფრად რომ არ მიიჩნევდა, მაგრამ ასეთი სახე, პოლიციელის ასეთი შეშინებული სახე პირველად ვნახე ჩემი 23 წლიანი პრაქტიკის განმავლობაში. ამ პოლიციელის სახეზე თქვენი ქმედების ანარეკლია. ეს ბიჭი, ალბათ, 20-22 წლის იქნება, ჩემი შვილის ტოლაა. აი, ასე გიყურებთ თქვენ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, აი ეს სახეა იმ მომავლის შიშით გამოწვეული სახე, თქვენ რომ მიაქანებთ ამ ქვეყანას. შენ კი, არ ვიცი, ვინ ხარ, მაგრამ გეტყვი: ნუ გეშინია, პოლიციელო! სხვა ყველაფერი რომ შერჩეთ ამათ, შენი ასეთი სახე არ შერჩებათ, ხალხი არაა ბრბო,“ – წერს ბერულავა.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის გამგებელმა პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაპოროშენკომ რუსეთი მსოფლიო ომის გაღვივებაში დაადანაშაულა