პოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა

savchenkoუკრაინის პრეზიდენტმა ნადეჟდა სავჩენკო „ოქროს ვარსკლავის“ ორდენით დააჯილდოვა და „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა. ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა, სადაც სავჩენკო პირდაპირ აეროპორტიდან მივიდა.

„პატიება მინდა ვითხოვო იმის გამო, რომ ამ წუთამდე ცოცხალი ვარ. პატიება მინდა ვთხოვო იმ დედებს, რომელთა შვილები ტყვეობაში არიან, მე ვერ დავაბრუნებ დაღუპულებს, მაგრამ მზად ვარ საკუთარი სიცოხლე გავიღო უკრაინისთვის. მე ყოველ წუთს მზად ვარ მოვკვდე იმისათვის, რომ ვიბრძოლო ისეთი სიცოცხლისათვის, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისათვის, რომ ყველა დანარჩევნებიც თავისუფლებაზე გამოვიდნენ. მადლობა ყველას, იმათაც, ვინც მე ბოროტებას მისურვებდა – მათი სიტყვების წყალობით მე გადავრჩი“ – განაცხადა სავჩენკომ კიევში, ბიროსპოლის აეროპორტში ჟურნალისტებთან პირველ შეხვედრაზე.
ნადეჟდა სავჩენკო 708 დღე იჯდა რუსეთის ციხეში. მან რამდენჯერმე გამოაცხადა შიმშილობა. სავჩენკოს რუსეთმა 22 წელი მიუსაჯა რუსი ჟურნალისტების მკვლელობისთვის და საზღვრის უკანონო დარღვევისთვის.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ნადეჟდა სავჩენკო შეიწყალა.
უკრაინის ეროვნული გმირი და რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო რამდენიმე წუთის წინ დაფრინდა კიევში.
მას დედა, და და პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო დახვდნენ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” ქმედებები გაწერილ სცენარს ჰგავს
შემდეგი სტატიამარნეულის მუნიციპალიტეტი 26 მაისისთვის გრანდიოზულად ემზადება