მარნეულის მუნიციპალიტეტი 26 მაისისთვის გრანდიოზულად ემზადება

მარნეულის მუნიციპალიტეტი 26 მაისისთვის გრანდიოზულად ემზადება. ამის შესახებ ,,თაიმერს” მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
,,აქ მცხოვრები სხვადასხვა ეთნოსის წარმოამდგენელი ყველა ერთად
ზეიმობს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს.
ღონისძიება ქალაქ მარნეულში, გამგეობის წინ, ცენტრალურ ქუჩაზე
გაიმართება, რომელიც შინაარსობრივად მარვალფეროვანი იქნება.
ღონისძიების პირველი ნაწილი დატვირთული იქნება სხვადასხვა აქტივობებით.
ღონისძიების მეორე ნაწილი კულტურულ ღონისძიებას დაეთმობა, რომელიც 14:00
საათზე დაიწყება. მაყურებლის წინაშე წარსდგებიან,როგორც ადგილობრივი
ასევე მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები. წლევანდელ ღონისძიებაში
მონაწილეობას მიიღებენ შავფაროსნები და ჯგუფი „ჩვენებურები“, რომელიც
მაყურებელს დაუვიწყარ თეატრალიზებულ მსვლელობას შესთვაზებენ. მაყურებლის
წინაშე წარსდებიან კულტურის ცენტრთან არსებული მომღერალთა გუნდი
„ხუჯაბი“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იბერია“ და „ენგური“; ხალხური
სიმღერის ანსამბლი „იბერია“ – კაკი ლობჟანიძისა და გიორგი ხელაძის
ხელძღვანელობით; ანსამბლი „სარვანი“; შაბან მამედოვი; ქეთა წიკლაური,
ანარ ასკეროვი და ოთო ნემსაძე – 20 წუთიანი პროგრამა”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა
შემდეგი სტატიასაქართველოსა და საბერძნეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შეხვედრა გაიმართა