გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” ქმედებები გაწერილ სცენარს ჰგავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პარლამენტის დატოვებას საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის მცდელობად აფასებს.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ქმედებები, რომელიც კორცხელის პროვოკაციით დაიწყო და შემდეგ ბოიკოტში გადაიზარდა, გაწერილს სცენარს ჰგავს.

“ნაცმოძრაობის” მთავარი მიზანია სიტუაციის დაძაბვა. საერთაშორისო ყურადღების მიქცევა. ეს მთლიანად გაწერილ სცენარს ჰგავს, რომელიც დაიწყო სოფელ კორცხელში პროვოცირებით და გადაიზარდა იმ ბოიკოტში, რომელიც დღეს ვიხილეთ. ეს თანმიმდევრობა მიანიშნებს იმაზე, რომ “ნაცმოძრაობის” მთავარ ამოცანას წარმოადგენს, სიტუაციის დამარცხება. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი პოზიციები არ გაგვაჩნია, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს განსხვავებული აზრები სხვადასხვა კანონზე“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი ვერ აკონკრეტებს, მოხერხდება თუ არა პარლამენტში „გერმანული მოდელის მიღება“
შემდეგი სტატიაპოროშენკომ ნადეჟდა სავჩენკოს „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა