კიევში, უკრაინისა და ბელორუსის პრეზიდენტებს შორის 21 ივლისს გამართული შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელს ვიქტორ ნაზარენკოს გული წაუვიდა.
ინციდენტი ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. პრესკონფერენციაზე დამსწრე, ფეხზე მდგარი მთავრობის წევრებიდან ერთ-ერთი წაიქცა, რის გამოც ლუკაშენკომ სიტყვა შეწყვიტა და დამსწრეებს ცუდად გამხდარი ადამიანისთვის სკამის მიწოდება შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრ პოროშენკომ ტრიბუნა მიატოვა და გულწასული სასაზღვრო სამსახურის უფროსის დასახმარებლად გადაინაცვლა… საბოლოო ჯამში მთავრობის სხვა წევრებმმა ავადმყოფი ნაზარენკო ხელდახელ გაიყვანეს დაბაზიდან.
,,აი რას შვება დატვირთული მოლაპარაკებები.მთავრობის წევრები ზედმეტად არ უნდა გადავღალოთ,, განაცხადა გაწყვეტილი სიტყვის გაგრძელებისას ლუკაშენკომ.
ნაზარენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.