,,ხელი გაწიე პატრიარქო კირილ,, (ვიდეო)

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომ რუსეთის პატრიარქ კირილს რიგით ხელქვეითად მიიჩნევს და არა ღვთისგან ხელდასმული წმინდა ეკლესიის მესაჭედ, ამაზე დამოუკიდებელი რუსი ბლოგერების ეჭვები კუნძულ ვალაამზე გადაღებულმა ერთმა ვიდეომ კიდევ უფრო გააღრმავა.
ერთი კვირის უკან, ვალაამის მამათა მონასტერში არსებული ეკლესიიდან გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი და რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილი, კუნძულის კიდევ ერთი წმინდა ადგილის მოსანახულებლად, ერთად წასვლაზე შეთანხმდნენ. რა დროსაც პატრიარქმა კირილმა მას თავისი მანქანით გადაადგილება შესთავაზა და მკლავზე ხელი მოჰკიდა, რასაც პუტინის მხრიდან უხეში რეაქცია მოჰყვა. მან პატრიარქის ხელი – ხელის აქნევით მოიშორა… პატრიარქმა კირილმა ხელმეორედ სცადა პუტინისათვის მკლავზე მოეკიდე ხელი ისე მიეცილებინა ავტომობილამდე, რასაც პუტინის მხრიდან იგივე რეაქცია მოჰყვა.
,,პუტინი რუსეთის პატრიარქს ისევე ექცევა, როგორც მის მიერ დანიშნულ ნებისმიერ თავის ხელქვეითს. არანაირი მოწიწება და თაყვანისცემა. პატრიარქიც მას, როგორც უფროსს (,,ნაჩალნიკს,,) ისე უყურებს,, აცხადებენ რუსი ბლოგერები.

 

https://youtu.be/ElyVyYJtx_0

 

banner
წინა სტატიაშიპოროშენკო-ლუკაშენკოს პრესკონფერენციაზე მთავრობის წევრს გული წაუვიდა (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპოროშენკო-ლუკაშენკოს შეხვედრაზე ,,FEMEN,,-ის მკერდშიშველი აქტივისტი(ვიდეო)