პორნოგრაფიაში ჩართული კიდევ ორი არასრულწლოვანი ერთი ოჯახიდან- შსს-მ დედა-შვილი დააკავა

სამართალდამცველებმა არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავეს.

დაკავებულია დედა-შვილი, რომელთაც პორნოგრაფიაში ოჯახის ორი არასრულწლოვანი წევრი ჰყავდათ ჩართული.

ირკვევა, რომ დედამ საკუთარი არასრულწლოვანი შვილი და ძმიშვილი, მეორე – უფროს შვილთან შეთანხმებით პორნოგრაფიაში ჩართო, ხოლო არასრულწლოვანთა პორნომასალას უცხო პირებზე ასხვისებდნენ.

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 10 მშობელი და ერთი პედაგოგი. მათ ბრალი არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გასაღებასა და ტრეფიკინგში ედებათ. დღეს კი ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდებულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

წყარო: პრაიმტაიმი

banner
წინა სტატიაშისამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს
შემდეგი სტატია“თავდამსხმელების ვინაობას არ გვეუბნებიან” -უგულავა