სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი, ლევან ხარაბაძემ დაიკავა.

შსს მინისტრმა ბრძანებას ხელი 10 დეკემბერს მოაწერა. უწყება, რეგიონის პირველი პოლიციელის შესახებ, დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, როცა ავთანდილ გალდავამ ახალციხიდან სამეგრელოს პოლიციის დეპარტამენტში გადაინაცვლა.

ლევან ხარაბაძე 1980 წელს დაიბადა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მისი ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2016-2018 წლებში ეკავა დიდუბე ჩუღურეთის და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსის მოადგილის პოსტი.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა
შემდეგი სტატიაპორნოგრაფიაში ჩართული კიდევ ორი არასრულწლოვანი ერთი ოჯახიდან- შსს-მ დედა-შვილი დააკავა