“თავდამსხმელების ვინაობას არ გვეუბნებიან” -უგულავა

გიგი უგულავამ და გოკა გაბაშვილმა შსს-ს შენობა დატოვეს. ისინი გამოკითხვაზე ხუთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

“ხუთი საათი ვიყავით დაკითხვაზე, აქედან ორი საათი სრულიად ტყუილად. ვერ გავიგეთ ვინ არიან თავდამსხმელები, პოლიციამ არ გვითხრა მათი სახელები და გვარები. ეს ამყარებს ეჭვს, რომ ყველაფერი იყო დადგმული, რადგან თავდასხმა მოხდა აეროპორტის ყველაზე დაცულ ზონაში, საპასპორტო კონტროლის მიღმა. ნაცნობ ქალბატონთან ერთად ვსვამდით ყავას და ვსაუბრობდით, როდესაც მოვიდა ვიღაც მუტრუკი და დაიწყო ლასიკური ტექსტები, რასაც ვისმენთ ხოლმე ამათი ორკებისგან და ტიტუშკებისგან. მალე მოვიდა მეორე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი, რამდენიმე წუთში პოლიციამ წაიყვანა ისინი და აღარც სახელს გვეუბნებიან და აღარც გვარს.

არ გვაქვს ილუზია, რომ რამე სერიოზული გამოძიება ჩატარდება, პირდაპირ გვითხრა გამომძიებელმა, რომ ეს არის მსუბუქი მუხლი და კამერის ჩანაწერების ამოღების უფლება არ აქვთ თურმე, რაკი მსუბუქია, ამასაც არ აპირებენ. მეც და გოკამაც ვთქვით ექსპერტიზაზე უარი, რადგან აბსოლუტურად დროის ფუჭ კარგვად მიგვაჩნია” – აცხადებს გიგი უგულავამ.

მისივე განცხადებით, ის და გოკა გაბაშვილი ლარნაკაში მფრინავდნენ.

“რამდენიმე შეხვედრა გვქონდა, რომელიც ეხება 90-იან წლებში ივანიშვილის საგმირო საქმეებსს, როცა იყო რუსეთში. საუბარია შეკვეთილ მკვლელობებზე, ფულის გათეთრებაზე და იმ მტკიცებულებებზე, რომელიც სხვადასხვა ადამიანებს აქვთ. ამას უნდა გავცნობოდით, როგორც ჩანს, ივანიშვილმა გაიგო და მოაწყვეს ეს სამასხარაო ჩხუბი. ეს კიდევ უფრო მიღრმავებს ეჭვს, რომ საბუთები, რომელიც უნდა მენახა, ღირს ნახვად, რადგან ამხელა ოპერაცია დადგეს იმისთვის, რომ არ წავსულიყავით. წყალზე ბრალდებები არ მიყვარს, თუ იქნება ვალიდური საბუთები, იმას საზოგადოება აუცილებლად ნახავს” – ამბობს უგულავა.

banner
წინა სტატიაშიპორნოგრაფიაში ჩართული კიდევ ორი არასრულწლოვანი ერთი ოჯახიდან- შსს-მ დედა-შვილი დააკავა
შემდეგი სტატია“გვინდა, 14 დეკემბერს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბოს თბილისის ცენტრში”