ირმა ინაშვილი: NDI მატყუარა ორგანიზაციაა, რომელიც მისი პარტნიორის, “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას ცდილობს

ჩემს და დავით თარხან-მოურავის სატელეფონო საუბრებს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური პირდაპირ ისმენს

”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა, რომ NDI მატყუარა ორგანიზაციაა, რომელიც რეჟიმს გულმოდგინედ ამყარებდა და დღესაც მისი პარტნიორის, “ნაციონალური მოძრაობის” გაცოცხლებას ცდილობს.

“ეს კვლევა ფარსია. გაყალბებული მონაცემების გასაჯაროება კი, კრიმინალია. ამ ე.წ კვლევის მიხედვით გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობა დავით ბაქრაძეზე გიჟდება და ციხეებში წამება ენატრება. ამ ორგანიზაციის მოქმედება იმას გავს, ჩრდილო კორეაში რომ მოსახლეობას ატყუებენ, თითქოს მათი საფეხბურთო გუნდი მსოფლიო ჩემპიონია. NDI-ის საქართველოს წარსულში არ დავაბრუნებინებთ და ამ ორგანიზაციის ტყუილი უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ინაშვილმა.

”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა მათ მიერ ჩატარებულ კვლევაზეც ისაუბრა.

“ჩვენი მასშტაბური კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 26%-მა არ იცის, NDI რა ორგანიზაციაა. მას მხოლოდ 3% ენდობა. 67% კი აცხადებს, რომ ის მატყუარა ორგანიზაციაა”, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში მოკლული ორი ახალგაზრდა პროზექტურაში გადაასვენეს
შემდეგი სტატიასტუდენტობის მსურველებს შესაძლოა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუხდეთ