ფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად დაშავებული მამედოვების ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, დაშავებულები ბაბუა, დედა და შვილიშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული, მათ სხეულის სხვადასხვა სახის დამწვრობა აღენიშნებათ. ექიმის განმარტებით, ბაბუას სხეულის 65%, დედას -55% და შვილიშვილს -12% აქვს დამწვარი.

15 ნოემბერს, ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან: 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი.

უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა ახალგაზრდა ქალი და მის შვილი. მაშველებმა დედა-შვილი რამდენიმე საათიანი ძებნის შედეგად ნანგრევების ქვეშ იპოვნეს.

banner
წინა სტატიაშიმოხსენება: აშშ-ს არმია, შესაძლებელია, რუსეთთან და ჩინეთთან ომში დამარცხდეს
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია: ანაკონდამ ვერ სძლია საკუთარ ბუნებას კუსა და მორიელის იგავის არ იყოს…