მოხსენება: აშშ-ს არმია, შესაძლებელია, რუსეთთან და ჩინეთთან ომში დამარცხდეს

აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღებული მარათონი ცივი ომის დონის გახდა, ამერიკულ არმიას კი დაფინანსება აკლია, რომ პოტენციურ მოწინააღმდეგეებს წინ აღუდგეს. იმისათვის, რომ რუსეთს ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს, საჭიროა პენტაგონს დაფინანსება გაეზარდოს – ასეთ დასკვნამდე მიდიან მოხსენების ავტორები, რომელიც აშშ-ს კონგრესის შეკვეთით მომზადდა – “ბიბისი” წერს.
ამერიკის შეიარაღებული ძალები ჩინეთთან და რუსეთთან ომში დამარცხდებიან – მოხსენებაში ექსერტები ამბობენ. კომისია, რომელშიც სამხედრო ექსპერტები შედიან, ორივე პარტიას წარმოადგენენ. კომისიამ აშშ-ს ახალი თავდაცვითი სტრატეგია გააანალიზა, რომელიც 2018 წლის იანვარში წარადგინა პენტაგონმა. სულ, კომისიაში 12 ექსპერტი შედიოდა, ისინი კონგრესმა წარადგინა.

“აშშ-ს შეიარაღებული ძალები აუცილებლად დამარცხდებიან თავის მომავალ კონფლიქტში” – ნათქვამია მოხსენებაში. “ჩინეთთან ომში ძლივს გაიმარჯვებს, ან სულაც დამარცხდება” – წერენ ექსპერტები. მათი აზრით, ამერიკულ არმიას ინოვაცია და უპირატესობა აკლია, რომლითაც ის ჩინეთის და რუსეთის არმიას გადაასწრებს შეიარაღებულ მარათონში, რომელიც ცივ ომს გავს” – წერია მოხსენებაში.

საერთო ჯამში კომისიამ პენტაგონს 32 რეკომენდაცია მისცა.
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა ადრე განაცხადა, რომ სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის საშუალება ამ მომენტისთვის არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია