ცოტნე გამსახურდია: ანაკონდამ ვერ სძლია საკუთარ ბუნებას კუსა და მორიელის იგავის არ იყოს…

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება -

ცოტნე გამსახურდიას სკანდალური განცხადება - "იბერიაში" მისი მოწამვლით მოკვლა სცადესქართულმა ოცნებამ გადადგა დიდი ნაბიჯი უკან როგორც საკუთარი, ისე ქვეყნის პოლიტიკური განვითარების პროცესში, როდესაც 2016 წელს პოლიტიკური კოალიციის მმართველობა პარტიულით ჩაანაცვლა, პლურალიზმზე და კონკურეტული გარემოს შექმნაზე უარი თქვა და ძალაუფლების ვერტიკალის გამყარებას შეუდგა. ანაკონდამ ვერ სძლია საკუთარ ბუნებას კუსა და მორიელის იგავის არ იყოს, და ისევე, როგორც მისმა წინამორბედებმა – უვადოდ ხელისუფლებაში დარჩენა განიზრახა.

პრაქტიკულად ყველა, ვინც ოცნების მატარებელს შეახტა 2016 წლის შემდეგ, არჩეული თუ დანიშნული თანამდებობის პირები და რიგითი ახლადმოვლენილი მხარდამჭერები ბანალური და ჩვეულებრივი “ვიგოდნიკები” იყვნენ და არიან, რომელნიც მზამზარეულზე ხეირისათვის შეუერთდნენ პარტიას. არცერთს არა აქვს ბრძოლისა თუ ქმნის უნარი ან სურვილი, რათა ეს ქვეყანა უკეთესი გახადოს.

ხელისუფლების მეორე ვადაში, ზოგადად, რაიმე პრინციპულად ახალი პოზიტივის გაკეთება გამორიცხულია, მით უმეტეს – საქართველოში და ამ მოცემულობაში. თუ რამის გამკეთებელი იყო პოლიტიკური ძალა, 4 წლის მანძილზე უნდა მოესწრო. შემდეგ, როდესაც პოზიტიური ქმნადობის კრიზისი იწყება (და კრამიტებს არც პირველ ვადაში ამტვრევდნენ), ხელისუფლებას მოსახლეობის სულ უფრო მცირე მოაზროვნე ნაწილი უჭერს მხარს.

მაგრამ ცნობილია ისიც, რომ ძალაუფლება უძლიერესი ნარკოტიკია და რაც უფრო ხანგრძლივად მოიხმარ, მით მაღალია დამოკიდებულების ხარისხი. და ბუნებრივია, რომ გუნდს კიდევ უფრო უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. საამისოდ ისღა დარჩენია, მოსახლეობის ყველაზე უპრინციპო, მდაბიო და ბნელ ნაწილს დაეყრდნოს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მერკანტილური მოტივი ამოძრავებს. ანუ, გვაქვს: ნაკლები მხარდამჭერები <> ძალაუფლების მეტი წყურვილი.

შედეგად ქვეყანა სულ უფრო უკან იხევს სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ხელისუფლების მარგინალიზაცია გრძელდება, პოლიტიკური ისტერია კი მძაფრდება. როდესაც ეს პროცესი კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, სისტემა კი ჩამოიშლება, მაგრამ ქვეყანა შემდეგ პოლიტიკურ ციკლს დაიწყებს უფრო დაბალი ნიშნულიდან, ვიდრე მიმდინარე იყო.

სწორედ ამიტომ, დღეს იქვე ვართ, სადაც 2003 წლის ნოემბრისთვის ვიყავით. ცხოვრების 15 წელი თითქოს არ ყოფილა. ვიღაცები კიდევ ბერას ქორწილზე მღერიან დითირამბებს…

 

ცოტნე გამსახურდია

banner
წინა სტატიაშიფონიჭალაში გაზის აფეთქების შედეგად დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
შემდეგი სტატია“ვერავინ ივარაუდებს რა აქვს დაგეგმილი ქალბატონ ბენსუდას,” – წულუკიანი ჰააგის პროკურორზე საუბრობს, რომელმაც სესაძლოა ქართველი სამხედროების დაკავება მოითხოვოს