კომპანია „სვეტის” ხელმძღვანელი პირების ადვოკატი – საქმის მასალები ორი ტომარაა და დაახლოებით ას კილოს იწონის

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას

„სვეტის” საქმის მასალები დაახლოებით ას კილოს იწონის და ორი ტომარაა, – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია „სვეტის” ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ბრალის წარდგენისა და საქმის მასალების ჩაბარების შემდეგ ჟურნალოსტებთან საუბრისას განაცხადა.

ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და დუმილის უფლებას იყენებენ. მისივე თქმით, ორივე ბრალდებული გამოძიებას ჩვენებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ მისცემს.

„ბრალი წარდგენილია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის ორი პუნქტით. ედავებიან, რომ თაღლითური გზით მოქალაქეებისგან აიღეს ვითომდა ბინების ასაშენებელი თანხები, რომელთა რაოდენობამ შეადგინა მილიონ 600 ათასი დოლარი და მოტყუების გზით ამ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება ან ფული დაებრუნებინათ და ან ბინები მიეღოთ. სულ ამ ბრალდებაში დასახელებული არის 66 დაზარალებული და მითითებულია მათ მიერ გადახდილი თანხები. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. მათ დრო მოითხოვეს რათა მასალებს გაეცნონ და ამის შემდეგ მისცემენ ჩვენებებს. ამჟამად ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. მე ორი ტომარა მაქვს საქმის მასალები. დაახლოებით 100 კილო იქნება. ჯერ ის უნდა გავხსნა და ვნახო. ხელშეკრულებას თუ ვადები აქვს, მაშინ ჯერ კიდევ ითვლება სამართლებრივად რომ მშენებლობის დასრულების ვადები არსებობს”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშიფონდის ანგარიშიდან პაატა ბურჭულაძის მეუღლისთვის ანაზღაურებულია 254 000 ლარის ავიაბილეთების ღირებულება, გადახდილია ხელფასი და გაწეულია 83 000 ლარის სხვა ხარჯი
შემდეგი სტატია,,კვლევით გამოიკვეთა, რომ დავით ბაქრაძეს, გრიგოლ ვაშაძეს და სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების თანაბარი შანსი აქვთ”