პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაუბლოკა

პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაუბლოკა. ელჩი სერგეი ანდრეევი პოლონეთს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და უჩივის. მისი მტკიცებით, თანხა “მიმდინარე მომსახურებისთვის” იყო განკუთვნილი. Rzeczpospolita-ს ცნობით, პროკურატურა დიდი ალბათობით არ განიხილავს საჩივარს და სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს გადაეცემა. პროკურატურის მიერ დაყადაღებული თანხა თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით 1.1 მლნ დოლარი).

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძემ და სოზარ სუბარმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში გამართული კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს
შემდეგი სტატიაუკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიაა… ყველაფერს ვიღონებ, რომ პრობლემები მოიხსნას – სააკაშვილი