უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიაა… ყველაფერს ვიღონებ, რომ პრობლემები მოიხსნას – სააკაშვილი

“უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიაა… ყველაფერს ვიღონებ, რომ პრობლემები მოიხსნას” – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედიდან” გავრცელებულ განცხადებაში წერს.

უკრაინა და საქართველო ორივე ჩემი ქვეყანაა და მათ შორის ნებისმიერი დაძაბულობა ჩემთვის პიროვნული ტრაგედიის ტოლფასია. ამიტომ, ყველაფერს ვიღონებ იმისთვის, რომ პრობლემები მოიხსნას.

უკრაინას ახლა სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად გამარჯვება, რომელშიც ყველანი დარწმუნებული ვართ და შემდგომი მძლავრი განვითარება.

საქართველოს სჭირდება მშვიდობა და ასევე სწრაფი განვითარება უკრაინასთან ერთად. თანადგომას და წინსვლას ალტერნატივა უბრალოდ არ გააჩნია, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაუბლოკა
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების” პროგრამის ფარგლებში ოზურგეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა