მადრიდი ლონდონისგან გიბრალტარზე წერილობით გარანტიას ითხოვს

მადრიდი ლონდონისგან გიბრალტართან დაკავშირებით წერილობით გარანტიას ითხოვს. ესპანეთს სურს ვეტოს უფლება მიიღოს გიბრალტართან დაკავშირებით ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის შეთანხმებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მადრიდი ევროკავშირის სამიტზე “ბრექსიტის” შესახებ შეთანხმებას ხმას არ მისცემს – “დოიჩე ველე” წერს. პოზიციები დააფიქსირეს დღეს ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ლუის მარკო აგირიანომ და გუშინ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ ესპანეთის პრემიერმა თქვა, რომ მათი პოზიციები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
“ბრეკსიტის” შესახებ შეთანხმების პროექტში არსებობს “გიბრალტარის პროტოკოლი”, რომელიც საგადასახადო და თევზჭერის საკითხებს არეგულირებს.

გიბრალტარი 1713 წელს ესპანეთმა უტრეხტსკის მშვიდობიანი ხელშეკრულებით ბრიტანეთს გადასცა, მას შემდეგ მან ტერიტორიაზე არა ერთხელ გამოთქვა პრეტენზია.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში ჩინეთის საკონსულოს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატიაპოლონეთში ლეხ ვალენსას წინააღმდეგ კაჩინსკის სარჩელის განხილვა დაიწყო