პოლონეთში დღეიდან სილამაზის სალონები და სკოლები ნაწილობრივ გაიხსნა

პოლონეთში მკაცრი კარანტინის შემდეგ სწავლის პროცესი დაწყებით სკოლებში ნაწილობრივ აღდგა, გარდა ამისა, გაიხსნა სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგების კაბინეტები.

11 ვოევოდაში 1-3 კლასის მოსწავლეები ჰიბრიდული სისტემით ისწავლიან – ნახევარი დისტანციურად, ნახევარი კი – სკოლაში, ხუთ ვოევოდაში კი 2 მაისამდე დისტანციური სწავლების მეთოდი დატოვეს.

სკოლამდელი სწავლების დაწესებულებები ადრე, 19 აპრილიდან გაიხსნა. პროფსასწავლებლის სტუდენტებისთვისაც პრაქტიკული გაკვეთილები ნაწილობრივ აღდგა.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფრმაციით, პოლონეთში 10 მაისისთვის ყველა ზრდასრულს შეეძლება კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გაკეთება.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე იქნება
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესი GAU-ს სტუდენტებს სტარტაპკურსს ჩაუტარებს