პოლონეთს ავღანეთიდან საკუთარი კონტიგენტი გამოყავს

დღეს ღამით პოლონეთში პირველი სამხედრო მოსამსახურეები დაბრუნდებიან, ავღანეთიდან სამხედრო კონტიგენტის გამოყვანის ფარგლებში, რომლებიც იქ ნატოს მისიით იმყოფებიან.

“მოკავშირეების გადაწყვეტილების შესაბამისად გადავწყვიტეთ ავღანეთში პოლონეთის სამხედრო კონტიგენტის მისია არ გავაგრძელოთ. ივნისის ბოლოს, 20 წლის შემდეგ ჩვენ ნატოს ისტორიაში უმსხვილეს ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ. დღეს ღამით ჩვენი პირველი სამხედროები დაბრუნდებიან” – პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ საკუტარ “ტვიტერზე” დაწერა.
პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში სულ 350 სამხედო პირი მსახურობდა.

ნატოს მისია ავღანეთში სულ 9600 ჯარისკაცს ითვლიდა.

banner
წინა სტატიაშინიდერლანდების პრემიერი თვლის, რომ ევროკავშირში უნგრეთის ადგილი არ არის
შემდეგი სტატიახანძარი ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში