ნიდერლანდების პრემიერი თვლის, რომ ევროკავშირში უნგრეთის ადგილი არ არის

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რიუტე თვლის, რომ ევროკავშირში უნგრეთის ადგილი არ არის – ხუთშაბათს უნგრეთში ლგბტ თემის შესახებ მიღებული კანონის კომენტარებისას განაცხადა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე. “ჩემთვის უნგრეთის ადგილი არ არის ევროკავშირში” – თქვა პრემიერმა.

“მაგრამ მე არ ვარ ის ერთადერთი, რომელიც წყვეტს: კიდევ 26-ია (წევრი ქვეყნები). ეს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს” – დაამატა მან.

ნიდერლანდები ერთ-ერთი იმ 17 ქვეყანათაგანია, რომელთაც მიმდინარე კვირას ხელი მოაწერეს დეკლარაციას, სადაც სერიოზული შეშფოთება იყო გამოთქმული უნგრული კანონმდებლობის გამო.

რიუტეს მკვეთრი განცხადების მიუხედავად, ევროკავშირის შეთანხმებებში არ არის დამატება, რომელიც წევრი ქვეყნის გარიცხვას ეხება. შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის ნორმების დარღვევისთვის პასუხისმგებაში მიცემა, რომლის შედეგადაც წესდება ჯარიმა, უფრო მკაცრ შემთხვევაში, სახელმწიფოს ხმის უფლება ერთმევა.
რიუტემ ასევე აღნიშნა, რომ “ამ საკითხში გრძელვადიანი მიზანი უნგრეთის მუხლებზე დაჩოქებაა” .

გასულ კვირას უნგრელმა დეპუატატებმა მიირეს კანონი, რომელიც არასრულწლოვანებისთვის ჰომოსექსუალიზმსა და სქესის შეცვლის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს.

banner
წინა სტატიაშიშემზარავი შემთხვევა მარტვილში – “თაიმერის” ექსკლუზივი
შემდეგი სტატიაპოლონეთს ავღანეთიდან საკუთარი კონტიგენტი გამოყავს