ხანძარი ურეკის ერთ-ერთ სასტუმროში

ურეკში, სამსართულიან სასტუმროში ხანძარი იყო. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი სხვენზე გაჩნდა. შენობაში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა და მან შენობა დროულად დატოვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 10 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთს ავღანეთიდან საკუთარი კონტიგენტი გამოყავს
შემდეგი სტატიამაიამთან ახლოს 12 სართულიანი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა