პოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პოლონეთმა რუსი დიპლომატები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

პოლონეთმა “დიპლომატიური სტატუსის დარღვევისა და პოლონეთის საზიანოდ მოქმედების გამო” სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ-გრატად აღიარა – ამის შესახებ ინფორმაცია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყებამ 15 აპრილს რუსეთის ელჩი დაიბარა და შესაბამისი ნოტა გადასცა ვარშავაში რუსეთის საელჩოს სამ თანამშრომელზე.

გარდა ამისა, პოლონეთმა სოლიდარობა გამოთქვა 15 აპრილს აშშ-ს გადაწყვეტილებისადმი რუსეთთან დაკავშირებით, რომელიც სხვადასხვა სანქციებით გამოიხატა.

ფოტო: პოლსკიე რადიო

banner
წინა სტატიაშიბაიდენმა რუსული საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
შემდეგი სტატიავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან – არიან დაშავებულები