ვტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან – არიან დაშავებულები

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საგზაო სამმართველოს კუთვნილი სატვირთო მანქანა შეეჯახნენ, რომელსაც გომბორის მიმართულებით მუშები გადაჰყავდა.

დაშავებულებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ პირველი დახმარება გაუწია, ერთი კი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და დამუხრუჭება ვერ შეძლო, რამაც შეჯახება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთმა სამი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
შემდეგი სტატიაშუახევში ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი და საქონლის სამი სადგომი დაიწვა