არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც – კრამონი პლაკატების გაკვრაზე

საქართველოში არსებულ სიტუაციას ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება. კრამონი წერს, რომ მეცნირების, აქტივისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ დაშინების ფაქტებმა სრულიად ახალ დონეს მიაღწია. ის სოციალურ ქსელ X-ზე აზიარებს ლევან ცუცქირიძის, “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, რომლის ოფისიც დღეს სიძულვილის კამპანიის სამიზნე გახდა და იქ პლაკატები გააკრეს.

“ისინი არა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც, რადგან საჯაროდ მოუწოდებს ინდივიდებზე ძალადობისკენ”, – წერს კრამონი.

banner
წინა სტატიაშიკანონიც თქვენი ინფიცირებულია, ეს ძალადობაც თქვენი წამოწყებულია – ქეთი ხუციშვილი ივანიშვილს
შემდეგი სტატიავერავის ვერ შეაშინებენ, კიდევ უფრო მეტი ბრაზია ხალხში – ნადირაძე