კანონიც თქვენი ინფიცირებულია, ეს ძალადობაც თქვენი წამოწყებულია – ქეთი ხუციშვილი ივანიშვილს

ფონდ “ღია საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს. “მოგეკითხებათ”- ამბობს ქეთი ხუციშვილი ოლიგარქ ივანიშვილის მისამართით.

მისი თქმით რუსული კანონპროექტი სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის მიერაა ინიცირებული.

„მინდა, პირადად მივმართო ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს – მას შემდეგ, რაც თქვენ უკვე გამოჩნდით ჩრდილიდან, მოიხსენით კეთილი მეცენატის ნიღაბი და გამოაჩინეთ რუსი ოლიგარქის საკმაოდ ბოროტი სახე, კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ახლა, ყველაფერი თქვენ მოგეკითხებათ. რეალურად კანონიც თქვენი ინფიცირებულია, ეს ძალადობაც თქვენი წამოწყებულია, ყველა დანარჩენი, სამწუხაროდ, მხოლოდ თოჯინა და სათამაშოა თქვენ ხელში, მაგრამ ასე შეუძლებელია დიდხანს გაგრძელდეს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

banner
წინა სტატიაშითუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და მოგაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან დაგემუქრნენ – ნონა ქურდოვანიძის რჩევები
შემდეგი სტატიაარა მხოლოდ ამაზრზენი და არაჰუმანურია, არამედ სახიფათოც – კრამონი პლაკატების გაკვრაზე